ჩემი პროექტები
Saturday, October 1, 2016
Sunday, September 25, 2016
ტრენინგის მერვე დღე ძალიან საინტერეო და საჭირო იყო.განვიხილეთ პრაქტიკული საკითხები, რაც მუშაობაში ძალიან გამოგვადგება.ამ დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:პროექტის შეფასება, მოდელი 6,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატება. მოდელი 7-ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენება. აქ განვიხილეთ ujam.com-საიტის მნიშვნელობა,რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ ბავშვების სიმღერის ჩანაწერების ფონოგრამები. ასევე ძალიან კარგი იყო შეფასების რუბრიკებზე მუშაობა.აგრეთვე მომეწონა სასარგებლო რესურსებზე მუშაობა.კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენ დაუზარელ ტრენერს, დიმიტრი პოპოვს ,გაწეული შრომისათვის.
Saturday, September 24, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მოდული 5:მოსწავლეთა პროექტების შეფასება.,განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.ეს დღეც ისეთივე საინტერესო და მნიშვნელოვანი,როგორც სხვა დღეები. ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობაში.დიდი მადლობა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის.დღეს ძალიან კარგად დავიმახსოვრე, რომ ერთ გაკვეთიკზე სამი ტიპის განმავითარებელი შეფასებაა საჭირო.
Sunday, September 18, 2016
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა,მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი,სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.
მოდული5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება- შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.ამ ტრენინგზე მნიშვნელოვანი იყო პროექტების ატვირთვა Driv-ში,გაზიარება კონკრეტული პიროვნებისადმი და ბლოგზე ატვირთვა.მე ვფიქრობ,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრენინგზე, ამ საკითხის შესწავლა იყო.ამ ყველაფერს მე გამოვიყენებ ჩემი პროექტების განხორციელებაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, რომელიც თავის დიდ ცოდნას არ იშურებს ჩვენთვის.
Saturday, September 17, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან დატვირთული იყო. დღეს განვიხილეთ მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის,ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. ზალიან კარგი იყო და ჩემს პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ უკუკავშირის დასაწყებ კომენტარებს.გავიხსენეთ 21- საუკუნის უნარ- ჩვევები. ვიმუშავეთ ციტირების დოკუმენტებზე,ინტერნეტში ძიების საშუალებებზე.განვიხილეთ, რა არის Google,ინფორმაციის ძიების ხერხები,ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოწერა.საჭირო და აუცილებელი იყო Google-ში ინფორმაციის მოძიების ხერხები.მადლობა დღევანდელი დღისთვის და საჭირო ინფორმაციის გაცნობისა და შესწავლისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)